27 ნოემბერი 2024,   19:56
ვრცლად
მაკრონმა პუტინს "ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოსთხოვა" - რა საკითხები განიხილეს პრეზიდენტებმა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინს ესაუბრა. როგორც ცნობილია, მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტს უთხრა, რომ ძალიან შეშფოთებულია ქალაქ მარიუპოლში შექმნილ ვითარებაზე, რომელიც მუდმივი დაბომბვის შედეგად დაზარალდა. ინფორმაციას ელისეის სასახლის განცხადებაზე დაყრდნობით, CNN-ი ავრცელებს. 

ელისეის სასახლის განცხადების თანახმად, მაკრონმა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა კიდევ ერთხელ მოითხოვა. 

"პრეზიდენტმა [მაკრონმა] მარიუპოლში ალყის მოხსნის, ჰუმანიტარული წვდომის და დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტის მიზნით კონკრეტული და შემოწმებადი ზომების გატარება მოსთხოვა," - ნათქვამია განცხადებაში.

სატელეფონო საუბარი ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. 

დღის ამბები