27 ნოემბერი 2024,   19:40
ვრცლად
უკრაინაში მოკლეს პოლკოვნიკი, რომელიც გიორგი ანწუხელიძის წამებაში მონაწილეობდა - რას წერს გარდაცვლილი გმირის მეუღლე

რუსეთ-უკრაინის ომში მოკლეს პოლკოვნიკი, რომელიც გიორგი ანწუხელიძის წამებაში მონაწილეობდა. ინფრომაციას " უკრაინსკაია პრავდა" ავრცელებს. საუბარია პოლკოვნიკ სერგეი სუხარევზე, სწორდ მისი მეთაურობით მონაწილეობდა 331-ე გვარდიის საჰაერო-სადესანტო პოლკი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში.

ფაქტს სოცილუარ ქსელში გიორგი ანწუხელიძის მეუღლე გამოეხმაურა.

"მოახლოვდა დრო აღსრულდეს სამართალი და პუტინის რუსეთმა პასუხი აგოს ყველაფრისთვის რაც ჩაუდენიათ და რამდენი ცრემლიც დაუღვრიათ დედამიწაზე თავიანთი სისასტიკით," - წერს მაკა ჩიკვილაძე.

საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს ცხინვალში წამებით მოკლეს, მას შემდეგ რაც ქართველმა სამხედრომ ოკუპანტებს საქართველოს და ქართული დროშის შეურაცხყოფაზე ური განაცხადა.

დღის ამბები