27 ნოემბერი 2024,   19:51
ვრცლად
უკრაინაში დაღუპული საქართველოს მოქალაქეების გია ბერიაშვილის და დავით რატიანის სამშობლოში გადმოსვენებას სახელმწიფო უზრუნველყოფს

უკრაინაში დაღუპული საქართველოს მოქალაქეების გია ბერიაშვილის და დავით რატიანის სამშობლოში გადმოსვენებას სახელმწიფო უზრუნველყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

მათივე ინფორმაციით, საქართველოს საელჩოს დაწყებული აქვს შესაბამისი პროცედურები.   

შეგახსენებთ, დღეს უკრაინაში, კიევის ოლქში, ირპენთან საბრძოლო მოქმედებებისას 2 ქართველი მოხალისე მებრძოლი დაღუპა. 

როგორც უკრაინაში მყოფი ქართველი მოხალისე მებრძოლები წერენ, ირპენში დაბომბვაში დაახლოებით 10 ქართველისგან შემდგარი ჯგუფი მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, თავდასხმის დროს ასევე დაიჭრა ერთი ქართველი და ერთი ფრანგი მოხალისე. 

დღის ამბები