სპორტული სამყარო აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ. პროტესტი რუსული აგრესიის მიმართ და უკრაინის სოლიდარობა ევროპის თითქმის ყველა სპორტულ ღონისძიებაზე იგრძნობა. უკრაინის მხარდაჭერას კი ყველა გუნდური და ინდივიდუალური სპორტი გამოხატავს. ფედერაციებმა და სპორტულმა აქტორებმა რუსეთს წითელი ბარათი უჩვენეს. თამაშგარე დარჩა ასობით რუსი სპორტსმენი. ევროტურნირების მიღმა არიან რუსული საფეხბურთო კლუბები. პუტინი კი ერთ-ერთი საყვარელი სპორტის გარეშე დარჩა. ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთის ნაკრები ყველა ტურნირიდან მოკვეთა.
ემოციური კადრები, რომელიც მთელმა მსოფლიომ პირდაპირ ეთერში იხილა, UEFA-ს ევროპა ლიგაზე ფრანქფურტის "აინტრახტისა" და "ბეტისის" მატჩის დასრულებისთანავე მოედანზე ბავშვები შევიდნენ, ფეხურთელებთან მიირბინეს და ბანერი გაშალეს წარწერით: "შეაჩერეთ პუტინი!"
უკრაინელ ფეხბურთელთან ანდრეი იარმოლენკოსთან ერთად ტიროდა სტადიონ "ლონდონზე" შეკრებილი გულშემატკივარიც. იარმოლენკომ გოლი უკრაინას მიუძღვნა.
კიდევ ერთი უკრაინელი სპორტსმენი ოლექსანდრ ზინჩენკოა, "მანჩესტერ სითის" ფეხბურთელი. გარი ლინიკერის გადაცემაში მან უკრაინა-რუსეთის ომზე ისაუბრა.
გარი ლინიკერმა კი რუსეთის პრეზიდენტს აკრიტიკებს, ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი ამბობს, რომ მსოფლიო აბსოლუტურ ბოროტებას ებრძვის.
კატეგორიული იყო ჟოზე მოურინიო, "რომას" მწვრთნელი სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს და რუსეთისგან საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას ითხოვს.
უკრაინელ ხალხს აბსოლუტურ მხარდაჭერას უცხადებს საკალათბურთო სამყარო. საკალათბურთო არენაზე შეკრებილი გულშემატკივარი კი მატჩების მსვლელობისას ყველასათვის ნაცნობ ფრაზას სკანდირებს - "პუტინ ხუილო".
რუსეთის წინააღდეგ საერთაშორისო ფედერაციები მკაცრ სანქციებს იღებენ, დღეს FIFA-მ რუსეთის აპელაცია არ დააკმაყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსი ფეხბურთელები FIFA-ს და UEFA-ს ეგიდით გამართულ ტურნირებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, ანალოგიურ სიტუაციაში არიან სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენლები და რუსი ფუნქციონერები, დისკვალიფიკაცია რუსეთის ხოკეისტთა ნაკრებსაც შეეხო.
ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი