07.10.1952 - 24.02.2022 - ეს რუსეთის პრეზიდენტის "გარდაცვალების" თარიღია - ვლადიმერ პუტინი უკრაინელებმა დღეს ზაპოროჟიეში "დაასაფლავეს".
პუტინის "საფლავის" მემორიალის ამსახველი ფოტოები უკრაინულ მედიაში გავრცელდა. მასზე ოკუპანტი ქვეყნის პირველი პირის ფოტოსთან ერთად ნახევრად ჩაძირული რუსული სამხედრო გემია გამოსახული ცნობილი ფრაზით - Русский военный корабль иди нахуй.
"მისი პოლიტიკური კარიერის როგორც ლიდერის კრახი 24 რიცხვში დადგა, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. მანამდე მისი ყველას ეშინოდა, 24 თებერვლის შემდეგ კი ის "ხუ***ოდ" იქცა. ფიზიკურად ცოცხალია, როგორც პოლიტიკური ლიდერი - მოკვდა. ნახევარ მსოფლიოზე მეტს სურს მისი სიკვდილი," - განაცხადა დამკრძალავი ბიუროს ხელმძღვანელმა, რომელმაც საფლავის ქვა დაამონტაჟა.