სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია "ფორმულას" თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
საგამოძიებო სამსახურის უფროსის განცხადებით, იძიებენ ზუგდიდში ტელეკომპანია "მთავარი" არხის ჟურნალისტის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტსაც.