27 ნოემბერი 2024,   19:42
ვრცლად
შესაძლოა დაიბომბოს საავტომობილო ქარხანა - ლუცკის მერი მოსახლეობას აფრთხილებს

ლუცკის მერმა იგორ პოლონჩუკმა ლვოვის მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდა. ის მოსალოდნელ რისკებზე საუბრობს და ამბობს, რომ შესაძლოა რუსმა ოკუპანტებმა იერიში საავტომობილო ქარხანაზეც მიიტანონ. 

"მაქვს მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჩვენი მოქალაქეებისთვის. როგორც იცით, ლვოვის აეროპორტზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმამ გაანადგურა თვითმფრინავების სარემონტო ქარხანა. განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს. ასევე რისკის ქვეშაა საავტომობილო ქარხანა, შესაძლოა ისიც დაიბომბოს. ყველას სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ," - ამბობს ლუცკის მერი.  

დღის ამბები