დაღუპული ბავშვების ხსოვნის პატივსაცემად, ლვოვის ცენტრალურ მოედანზე ცარიელი საბავშვო ეტლები მიიტანეს. დღეს ქალაქის ტერიტორია მეორედ დაიბომბა, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო დარტყმები აეროპორტის რაიონში განახორციელეს, რომელიც ქალაქის ცენტრთან ახლოს მდებარეობს.
უკრაინული მხარის ცნობით, განადგურებულია საავიაციო-სარემონტო ქარხნის შენობა. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სამი ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. ისინი მიიჩნევენ, რომ დღევანდელი აფეთქების შემდეგ, ლვოვი უსაფრთხო აღარ არის.
"აფეთქების ხმა გავიგე, სახლში ვიყავი, სახლმა ზანზარი დაიწყო, ჩაიმსხვრა მინები, ძალიან შეგვეშინდა. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ომის 23 დღე-უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსული აგრესიის შედეგად ქვეყანაში 109 ბავშვი დაიღუპა, დაშავდა 130-ზე მეტი.