27 ნოემბერი 2024,   19:43
ვრცლად
გლდანში მომხდარი შემზარავი მკვლელობისთვის დაკავებული ბრალს არ აღიარებს, რა ალიბზე საუბრობს ეჭვმიტანილის ნათესავი - ახალი დეტალები

შემზარავი მკვლელობა გლდანში - 82 წლის ქალი ჯერ დანით მოკლეს, შემდეგ კი ცხედარს ცეცხლი წაუკიდეს.  ანგარებით განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე 32 წლის ნიკა ნიაური დაააკავეს. დაკავებული მოკლულის ნათესავია. 

გამოძიების ამ ეტაპზე ცნობილია, რომ მკვლელობის შემდეგ დამნაშავემ სახლიდან დაზიანებული ტელევიზორი წაიღო, რომელიც ლომბარდმაც კი არ ჩაიბარა. მეზობლები კიდევ ერთ ვერსიაზე საუბრობენ - მკვლელობის მოტივი შესაძლოა მარტოხელა მოხუცის ბინის ინტერესი იყოს. 

გამომძიებლებმა მეზობლები უკვე გამოკითხეს. ჩვენება მისცა ბრალდებულმაც. "კურიერის" ინფორმაციით, ის წარდგენილ მძიმე ბრალდებას უარყოფს და მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ დანაშაულის დღეს მოხუცი მოინახულა.

"კურიერი" ბრალდებულის ოჯახშიც მივიდა, სადაც 32 წლის მამაკაცის უდანაშაულობის სჯერათ. 

ახალგაზრდა მამაკაცს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ, რის შემდეგაც სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნიკა ნიაურს მძიმე სასჯელი 17-20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელოდება. 

დღის ამბები