27 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
რუსეთი მზადაა გააგრძელოს "გადაწყვეტილების ძიება" - პუტინი უკრაინას მოლაპარაკებების გაჭიანურებაში ადანაშაულებს

"უკრაინის წარმომადგენლები ცდილობენ გააჭიანურონ მოლაპარაკებები რუსეთთან, უფრო და უფრო არარეალური წინადადებები წამოაყენონ, მაგრამ რუსული მხარე მზადაა გააგრძელოს "გადაწყვეტილების ძიება" თავისი პრინციპული მიდგომების შესაბამისად" - ამის შესახებ, კრემლის პრესსამსახურის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან სატელეფონო საუბარში განაცხადა.

პუტინმა შოლცთან საუბარში ყურადღება გაამახვილა უკრაინის უსაფრთხოების ძალების მიერ დონეცკსა და მაკეევკაში განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებზე.

კრემლში აცახდებენ, რომ საუბარი შოლცის ინიციატივით შედგა. დღესვე დაგეგმილია პუტინსა და მაკრონს შორის მორიგი სატელეფონო საუბარი.

დღის ამბები