27 ნოემბერი 2024,   20:57
ვრცლად
აბსურდია, როდესაც ქართული ოპოზიციის ნაწილი უკრაინის ხელისუფლების სახელით გამოდის - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნა პარლამენტის სესიაზე უკრაინის პრეზიდენტის ჩართვასთან დაკავშირებით, აბსურდულია. 

მისივე შეფასებით, ოპოზიციის ეს ინიციატივა მხოლოდ პიარის ნაწილია. 
 
"აბსურდია, როდესაც ქართული ოპოზიციის ნაწილი უკრაინის ხელისუფლების სახელით გამოდის და საუბრობს მისი სახელით. არც კი ჰკითხეს უკრაინის ხელისუფლებას, უნდა თუ არა ჩართვა.
 
ჩვენ არც კი შევდივართ ამ ინიციატივების განხილვაში იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვხედავთ, თუ რა არის ამის მიზანი. ეს მიზანი ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ არის ქვეყანაში არეულობა და ჩვენი ქვეყნის ჩათრევა შეიარაღებულ კონფლიქტში. რა თქმა უნდა, ვენ ამას არ დავუშვებთ. ეს არის მხოლოდ პიარი, უხეშად რომ ვთქვათ, ხოლო რაც შეეხება რეალურ დახმარებასა და გვერდში დგომას - სწორედ მაშინ ისინი არ იჩენენ არანაირ დახმარებას. თუკი რეალურად ვინმეს სურს გვერდით დაუდგეს უკრაინას, დაუდგეს საქმით და არა ხმამაღალი განცხადებებით და, საბოლოო ჯამში, ასეთი ისტერიით, რასაც ყოველდღე ცდილობენ რომ დადგან,"- აცხადებს პაპუაშვილი. 
 
ამავე თემაზე
დღის ამბები