საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 18 პაციენტი - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 913 პირი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 331 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 623 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 708 PCR ტესტით.