ლვოვში ადგილობრივი დროით 6:30 საათზე აფეთქება მოხდა. ხანძარი ჩანს ქალაქის გარეუბანში, ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არის. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის შსს-ს ხელმძღვანელის მრჩევლის დენისენკოზე დაყრდნობით უკრაინულ ტელეგრამარხებზე ვრცელდება.
მომხდარ აფეთქებას ადასტურებს ლვოვის მერიც. მისი თქმით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა რაკეტა აეროპორტის რაიონში ჩამოაგდეს.