გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა საკუთარი რეზოლუციის კენჭისყრა გააუქმა. გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის განმარტებით, დასავლური ქვეყნები ძლიერ ზეწოლას ახორციელებენ დელეგაციებზე. ამიტომ რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოითხოვოს კენჭისყრა, თუმცა რეზოლუციის პროექტის უკან გაწვევას არ აპირებს.
დიპლომატების განმარტებით, რუსეთის მცდელობა წარუმატებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ 15-წევრიანი საბჭოს უმეტესობა თავს შეიკავებდა რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრისგან, რადგან ის არ ეხებოდა პასუხისმგებლობას და არ აღიარებდა რუსეთის შეჭრას მეზობელ ქვეყანაში და არც ბრძოლის შეწყვეტას ან რუსული ჯარების გაყვანას ითვალისწინებდა.