საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრა იყო ელექტროშოკი NATO-სთვის, რამაც ახალი სტრატეგიული სიცხადე შესძინა ალიანსს, რომლის დანაკლისსაც განიცდიდა.
"მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ჩვენ გვჭირდება სტრატეგიული სიცხადე და ახლა ამ პროცესში ვართ," – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
საფრანგეთის ლიდერი არ გამორიცხავს კიევში ვიზიტსაც. თუმცა, აღნიშნავს, რომ მისი პრიორიტეტი უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან დისკუსიების გაგრძელებაა.