ევროსაბჭომ ბელარუსთან ყველა სახის ტექნიკური თანამშრომლობა შეწყვიტა, თუმცა გადაწყვიტა შეინარჩუნოს და გააძლიეროს ურთიერთობა სამოქალაქო საზოგადოებასა და ქვეყნიდან გაქცეულ ოპოზიციონერებთან. მიზეზად ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიაში ბელარუსის აქტიურ ჩართვას ასახელებს.