პუტინი არის მკვლელი დიქტატორი, ნამდვილი ავაზაკი, რომელიც ამორალურ ომს აწარმოებს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ - ეს სიტყვები ამერიკის პრეზიდენტს ეკუთვნის.
ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე კი, ჯო ბაიდენმა პუტინი სამხედრო დამნაშავედ მოიხსენია, რასაც კრემლიდან პასუხიც მოჰყვა. პრეზიდენტის პრეს-სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, სრულიად მიუღებელი, შეუსაბამო და უპატიებელია ბაიდენის მხრიდან მსგავსი განცხადებები.