27 ნოემბერი 2024,   19:47
ვრცლად
გამოგონილი ამბები, რათა გაამართლოს მისი სამხედრო ძალების გამოყენება არის ტაქტიკა, რაც რუსეთს ადრე გამოუყენებია, მათ შორის საქართველოში - ენტონი ბლინკენი

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ  მოსკოვი დგამს სცენარს, რათა უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს და შემდეგ უკრაინა დაადანაშაულოს. მისივე თქმით, გამოგონილი ამბების და ცრუ ნარატივის შექმნა, რუსეთის ჩვეული ტაქტიკაა, რომელიც მათ ადრე საქართველოშიც უნახავთ.​

"დღესაც ძლიერი განცდა გვაქვს იმის, თუ კიდევ რა შეიძლება გააკეთოს რუსეთმა. ჩვენ გვჯერა მოსკოვი დგამს სცენარს, რომ გამოიყენოს ქიმიური იარაღი და შემდეგ უკრაინა დაადანაშაულოს, რათა გაამართლოს უკრაინელ ხალხზე თავდასხმა. გამოგონილი ამბები და ცრუ ნარატივის შექმნა, რათა გაამართლოს მისი სამხედრო ძალების გამოყენება არის ტაქტიკა, რაც რუსეთს ადრე გამოუყენებია, მათ შორის საქართველოში," - აცხადებს ენტონი ბლინკენი

დღის ამბები