იტალია მზად არის მარიუპოლის დაბომბილი თეატრი აღადგინოს. ამის შესახებ "ტვიტერზე" იტალიის კულტურის მინისტრი წერს:
"მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა ჩემი წინადადება - უკრაინას შესთავაზოს რესურსები და საშუალებები მისი აღდგენისთვის, რაც შეიძლება მალე. ყველა ქვეყნის თეატრები ეკუთვნის მთელ კაცობრიობას, მსოფლიო მემკვიდრეობას,"- წერს იტალიის კულტურის მინისტრი.