უკრაინაში, ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკში რუსეთის არმიამ დედათა და ბავშვთა თავშესაფარი დაბომბა. ინფორმაცია ამის შესახებ დონეცკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი გაიდაიზე დაყრდნობით ვრცელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, თანამშრომლებისა და თავშესაფრის მაცხოვრებლების შენობიდან გამოყვანა უვნებლად მოხერხდა.