27 ნოემბერი 2024,   19:55
ვრცლად
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მელიტოპოლის მერი "მამაცობისთვის" III ხარისხის ორდენით დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მელიტოპოლის მერი ივან ფიოდოროვი "მამაცობისთვის" III ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.

ივან ფიოდოროვი რუსმა აგრესორებმა 11 მარტს გაიტაცეს, მელიტიპოლის ტყვედ აყვანილმა მერმა უარი თქვა ოკუპანტებთან თანამშრომლობაზე.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, ივან ფიოდოროვი უკრაინული მხარის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გათავისუფლდა, კერძოდ 9 რუს წვევამდელში გაიცვალა.

დღის ამბები