კიევში ამ დროისთვის შედარებით მშვიდი ვითარებაა, თუმცა როგორც ადგილზე მყოფი "კურიერის" გადამღები ჯგუფი იუწყება, ნახევარი საათის წინ კიევის შემოგარენში, სამხედრო დასახლებაზე რუსულმა ავიაციამ ბომბი ჩამოაგდო. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ საგანგებო სამსახურის წარმომადგენლები. მსხვერპლის შესახებ ჯერ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
დღეს უკრაინის დედაქალაქში რამდენიმეჯერ ჩაირთო საჰაერო განგაშის სიგნალი. ქალაქში თითქმის ყოველ კილომეტრში არის ბლოკ-საგუშაგოები და უკრაინელი სამხედროები პატრულირებენ და ყველა გამვლელს უმოწმებენ საბუთებს.
დივერსიული ჯგუფების ძებნა მიმდინარეობდა იმ დროსაც, როდესაც "რუსთავი 2" ვიდეოკადრებს იღებდა.