27 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
"დაანგრიეთ ეს კედელი!" - რა გამოხმაურება მოჰყვა დასავლეთისგან ზელენსკის განცხადებას

"დაანგრიეთ ეს კედელი!" - რეიგანის სიტყვები გერმანიამ 2022 წელს ისევ მოისმინა, ამჯერად არა ამერიკის, არამედ უკრაინის პრეზიდენტისგან. 1987 წლისგან განსხვავებით, დღეს ბერლინის ნაცვლად, ევროკავშირსა და უკრაინას შორის აღმართულ, წარმოსახვით კედლის დანგრევაზეა საუბარი. 

"ძვირფასო გერმანელებო, თქვენ შეგიძლიათ დახმარება, რადგან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი რამ არ ყოფილა ევროპაში. ესაა ახალი მსოფლიო ომის გარიჟრაჟი. ჩვენ გთხოვდით, რომ შეგეშვით ნატო-ში, მაგრამ გვითხარით, რომ ჯერ გადაწყვეტილება მაგიდაზე არ დევს. გააჭიანურეთ უკრაინის მიღება ევროკავშირში. ეს არის პოლიტიკა, მესმის, მაგრამ ახლა ომია და ნუ ვიფიქრებთ მხოლოდ ეკონომიკაზე, ნუ აღმართავთ ამ კედლებს ჩვენს შორის. რუსეთი არის ქვეყანა, რომელმაც ევროპაში ომის ხანა დააბრუნა. რატომ გაფართოვდა თავის დროზე ნატო აღმოსავლეთით?! იმისთვის, რომ დაეცვათ ევროპის და მსოფლიოს უსაფრთხოება რუსული აგრესიისგან, მაგრამ ახლა ჩვენ ინტერვენციის მსხვერპლი ვართ. მადლობა გერმანიის ყველა მოქალაქეს, ვინც ლოცულობს უკრაინელებისთვის. მადლობა გერმანულ კომპანიებს, რომელთაც მორალური ფასეულობები ფულზე მაღლა დააყენეს. მადლობა მათ, ვისაც ესმის, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი უნდა იყოს. ერთმა დიდმა ადამიანმა თქვა ბერლინში, ჩამოანგრიეთ ეს კედელი და ახლა მე მოგმართავთ, ბატონო კანცლერო, ჩამოანგრიეთ ეს კედელი და თქვენი შთამომავლები იამაყებენ ამით. შეაჩერეთ ომი. დიდება უკრაინას," - განაცხადა ზელენსკიმ. 

მოგვიანებით, ვოლოდიმირ ზელენსკის ამ მიმართვას შთამბეჭდავი უწოდა გერმანიის კანცლერმა და თქვა, რომ გერმანია უკრაინის გვერდით დგას. მან ასევე მკაფიოდ გაუსვა ხაზი, რომ ნატო ომში სამხედრო ჩართულობას არ აპირებს. ეს განცხადება გერმანიის მტავრობის მეთაურმა ნატოს გენერალურ მდივანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. თავად იენს სტოლტენბერგმა კი განაცხადა, რომ ეს ვლადიმერ პუტინის ომია და ოკუპანტი ქვეყნის ლიდერს შეჩერებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

აგრესორი ქვეყნის ლიდერს, ვლადიმირ პუტინს ომის შეწყვეტისკენ, საკუთარ პრეზიდენტს კი - უკრაინის მეტი მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ აშშ-ის კონგრესმენები. ისინი მიიჩნევენ, რომ უკრაინას ამერიკამ კიდევ უფრო მეტი შეიარაღება უნდა გადასცეს, მათ შორის მოიერიშე თვითმფრინავები.

მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი დაბომბვის შეჩერების მიზნით, ლიეტუვის სეიმმა დღეს ერთხმად დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც გაერო-ს მოუწოდებს, მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის უზრუნველსაყოფად. ცის დახურვის მოწოდებასთან დაკავშირებით რეზოლუცია უკვე დაამტკიცა ესტონეთის პარლამენტმაც. დღესვე იგეგმება გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვა, რომლის ჩატარებაც შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა, ალბანეთმა, ნორვეგიამ და ირლანდიამ მოითხოვეს.

დღის ამბები