27 ნოემბერი 2024,   19:32
ვრცლად
"მზად უნდა ვიყოთ მაღალი ინტენსივობის შეიარაღებული კონფლიქტისთვის, რომელიც, შესაძლოა, ჩვენს კონტინენტზე დაიწყოს" - მაკრონი ევროპაში ომს არ გამორიცხავს

საფრანგეთის პრეზიდენტი ევროპაში დიდი ომის დაწყებას არ გამორიცხავს. ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთმა თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდოს, რათა ქვეყანა მზად იყოს მაღალი ინტენსივობის ომისთვის. ამის შესახებ მაკრონმა, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა, 17 მარტს თავისი წინასაარჩევნო პროგრამის წარდგენისას განაცხადა.

"ჩვენი ძალები - ერთადერთი სრულფასოვანი არმიაა ევროპის კონტინენტზე, ამასთან ჩვენ უნდა გავზარდოთ ინვესტიცია, რომ მზად ვიყოთ შესაძლო მაღალი ინტენსივობის შეიარაღებული კონფლიქტისთვის, რომელიც შესაძლოა ჩვენს კონტინენტზე დაიწყოს,"- განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

დღის ამბები