27 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
შავ ბოლში გახვეული ევროპის ყველაზე დიდი ბაზარი - ოკუპანტებმა ხარკოვში იერიში ბაზრის ტერიტორიაზე მიიტანეს

ევროპაში ყველაზე დიდი ბაზარი, რომელიც ხარკოვში მდებარეობს, რუსული ოკუპანტების თავდასხმის ობიექტი გახდა. რუსულმა ჯარებმა ბაზარ "ბარაბაშოვოს" დაარტყეს, შედეგად გაჩნდა ძლიერი ხანძარი, ინფორმაციას ტელეგრამ არხზე უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკო ავრცელებს. 

მან, ასევე, გამოაქვეყნა თვითმხილველების მიერ გადაღებული ვიდეოები, სადაც ბაზრის თავზე ბოლის შავი სვეტი ჩანს.

გარდაცვლილებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება. 

დღის ამბები