რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევის ოლქში სოფელი ნოვი პეტრივცი დაბომბეს. გავრცელებული ცნობით, დასახლებაზე ავიაიერიშის შედეგად 2 წლის ბავშვი დაიღუპა და 4 ადამიანი დაიჭრა.
ამის შესახებ ინფორმაციას კიევის ოლქის ეროვნული პოლიციის უფროსი ანდრეი ნებიტოვი ადასტურებს.