27 ნოემბერი 2024,   19:47
ვრცლად
რას ნიშნავს "რელსების ომი"- არესტოვიჩი უკრაინელებს პარტიზანული ქმედებების გააქტიურებისკენ მოუწოდებს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი უკრაინელებს ურჩევს, სამხრეთ უკრაინაში პარტიზანული მოქმედებები აწარმოონ, რათა ყირიმიდან ოკუპანტების მომარაგებას ხელი მაქსიმალურად შეეშალოს.

არესტოვიჩის თქმით, ამ ეტაპზე ყველაზე ეფექტური "რელსების ომი" იქნება. რაც გულისხმობს ყირიმიდან მელიტოპოლის, ხერსონის, კუპიანსკის მიმართულებით რკინიგზის დაზიანებას, ასევე გომელიდან კიევამდე.

არესტოვიჩის თქმით, ოკუპანტები რკინიგზის ლიანდაგს იცავენ, ამიტომ პარტიზანული ქმედებებისას საჭიროა შესაძლებლობების და ძალების ადეკვატურად შეფასება. არესტოვიჩი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დასრულდება, უკრაინის ხელისუფლება დაზიანებულ რკინიგზას სრულად აღადგენს.

დღის ამბები