27 ნოემბერი 2024,   19:50
ვრცლად
"ტლიკინით ხართ ევროპელები" - პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება იყო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება იყო პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც "მინისტრის საათის" ფორმატში შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს უსმენენ, მმართველი გუნდსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

სესიაზე "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი საქართველოს პარლამენტისთვის უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვის ინიციატივით გამოვიდა.

სამადაშვილის აღნიშნულ ინიციატივას მმართველი გუნდის მხრიდან რეპლიკები მოჰყვა. მათ მოუწოდეს ოპოზიციას ჯერ პასუხი იმაზე გაეცათ, თუ რატომ აზიანებენ საქართველოს იმიჯს უცხოური მედიით.

მამუკა მდინარაძემ კი ოპონენტებს მიმართა - "თქვენ ხართ მოღალატეები, ტლიკინით ხართ ევროპელები."

საბოლოოდ, კამათი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები