მარიუპოლის თეატრის ნანგრევებიდან 130 ადამიანი ამოიყვანეს. დაღუპულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება. სამძებრო სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
გავრცელდა ქალაქის ფოტოები, სადაც უმძიმესი ვითარებაა. მარიუპოლის მიმართულებით თავდასხმები გრძელდება.
კიევში დილით ჭურვი 2 საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. დაიღუპა ერთი ადამიანი, რამდენიმე დაშავდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ შავ ზღვაში, ოდესის მახლობლად, რუსული გემები შენიშნეს. ინფორმაციას ოდესის რეგიონალური ადმინისტრაციის სპიკერი ადასტურებს.