27 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
ბათუმში მათეუს მორავიეცკსა და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს 

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ბათუმშია. ამ წუთებში მიმდინარეობს მათეუს მორავიეცკსა და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა. რის მერეც გაიმართება მოლაპარაკება გაფართოებულ ფორმატში. შეხვედრების დასრულების შემდეგ, მხარეები ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. ინფორმაციას ავრცელებს პოლონეთის მთავრობაც.

მათი ცნობით, შეხვედრის დროს პრემიერ-მინისტრები განიხილავენ რუსული აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო საზოგადოების ქმედებებს უკრაინაში. ასევე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ წარდგენილ განაცხადს. 

 

დღის ამბები