უკრაინის პარლამენტის წევრის სერგიი ტარუტას ინფორმაციით, მარიუპოლის დრამატული თეატრის თავშესაფარმა დაბომბვას გაუძლო - ამის შესახებ ის Facebook გვერდზე წერს. პარლამენტის წევრის თქმით, დაბომბვამ, სავარაუდოდ, მსხვერპლის გარეშე ჩაიარა.
"გაურკვეველი საშინელი ღამის შემდეგ, ომის 22-ე დღის დილისკენ საბოლოოდ მარიუპოლიდან კარგი სიახლეებია! თავშესაფარმა დაბომბვას გაუძლო! ნანგრევების დემონტაჟი დაიწყო, ადამიანები იქიდან ცოცხლები გამოდიან!" - წერს უკრაინის პარლამენტის წევრი.
მარიუპოლის თეატრი, რომელსაც თავს ასეულობით ადამიანი აფარებდა, ოკუპანტებმა გუშინ საღამოს დაბომბეს.