27 ნოემბერი 2024,   22:36
ვრცლად
შეერთებული შტატები უკრაინას დაეხმარება, მაგრამ პრეზიდენტი ბაიდენი არასაფრენი ზონის გამოცხადების შესახებ პოზიციას არ იცვლის - ჯენ ფსაკი

შეერთებული შტატები უკრაინას დაეხმარება, მაგრამ პრეზიდენტი ბაიდენი არასაფრენი ზონის გამოცხადების შესახებ პოზიციას არ იცვლის - თეთრი სახლის პრესმდივანმა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი გადაწყვეტილებებს ეროვნული უსაფრთხოების გათვალისწინებით იღებს.

ჯენ ფსაკისვე განმარტებით, ვაშინგტონს უკრაინელებთან მჭიდრო კავშირი აქვს, ამიტომ კონგრესში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტ ზელენსკის მოთხოვნები მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

"პრეზიდენტმა ბაიდენმა თავისი რეზიდენციის კერძო ბილბლიოთეკიდან უყურა პრეზიდენტ ზელენსკის სიტყვით გამოსვლას. 

ჩვენ ძალიან მჭიდრო კონტაქტი გვაქვს უკრაინელებთან. ამ თვალსაზრისით რაც ზელენსკიმ თქვა ან მოითხოვა, არაფერი ყოფილა მოულოდნელი. და ჩვენ რომ პრეზიდენტი ზელენსკი ვიყოთ, ჩვენც მოვითხოვდით ყველაფერს, რაც შესაძლებელია, რადგან ის უყურებს თავის ქვეყანას და ხალხს, რომელსაც თავს სასტიკად ესხმის პრეზიდენტი პუტინი და რუსეთის ჯარი.

მაგრამ პრეზიდენტი ბაიდენი გადაწყვეტილებებს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების პრიზმიდან იღებს. როგორც აქამდე გვითქვამს, ეს მოითხოვს ჩვენგან პოტენციურად რუსული თვითმფრინავების ჩამოგდებას, რაც იგივეა ნატომ ჩამოაგდოს რუსული თვითმფრინავები. და ჩვენ არ ვართ დაინტერესებული მესამე მსოფლიო ომში შესვლით," - განაცხადა ჯენ ფსაკიმ

დღის ამბები