უკრაინული მედიის ინფორმაციით, აფეთქებების ხმა ისმის ბელარუსის რამდენიმე ქალაქში. მათივე ცნობით, ძლიერი აფეთქებების ხმა ბელარუსის შემდეგ ქალაქებში ისმის: ბარანოვიჩი, ლუნინეცი, პინსკი, სტოლინი, კლეცკი, განცევიჩი, სლუცკი.
ამ ქალაქების უმრავლესობა ბრესტის ოლქში მდებარეობს. ინფორმაციას სხვადასხვა უკრაინული ტელეგრამ არხები სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებენ, თუმცა ოფიციალური ინფორმაცია ბელარუსში აფეთქებების ან მისი შედეგების შესახებ ამ დროისთვის არ ვრცელდება.