მარიუპოლში რუსმა ოკუპანტებმა საცურაო აუზი "ნეპტუნი" დაბომბეს, რომლის შენობა ამ დროისთვის ორსული ქალების, მცირეწლოვანი ბავშვებისა და მათი დედებისთვის თავშესაფრად იყო გამოყენებული.
უკრაინული მედიის ცნობით, აფეთქებული შენობის ნანგრევებში ერთი ორსულია მოყოლილი და ამ დროისთვის მის გამოყვანას ცდილობენ.