სიცოცხლის ფასად გაშუქებული რუსული აგრესია უკრაინაში. რუსული ტყვიებისა და ჭურვების სამიზნე 5 ჟურნალისტი გახდა.
მათ გამოიარეს ავღანეთი, ერაყი, სირია, თუმცა "ფოქს ნიუსის" და "ნიუ იორკ თაიმსის" რეპორტიორები და ოპერატორები პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს უკრაინაში რუსებმა მოკლეს. აგრესორებმა შეიწირა 2 უკრაინელი ჟურნალისტიც.
ჯავშანჟილეტსა და ჩაფხუტზე გამოსახული პრესის ნიშანი, როგორც ჩანს, რუსი სამხედროებისთვის შემაკავებელი ფაქტორი არ არის.