რუსულმა სამხედრო ხომალდებმა სოფელ ტუზლისთან მდებარე უკრაინულ სამხედრო ნაწილს 90-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა ესროლეს. დაბომბვა, რომელიც მთელი დღე-ღამის განმავლობაში გრძელდებოდა, ადგილობრივმა მაცხოვრებელმა ტელეფონით გადაიღო.
სარაკეტო დაბომბვის შემდეგ რუსულმა სამხედრო გემებმა ოდესის სანაპიროს ტერიტორია დატოვეს.
რუსულ გემებს ოდესის სანაპიროსთან ამინდის გამოსვლისთანავე ელოდებიან. ადგილობრივებს, საზღვაო დესანტის გადმოსხმის მოლოდინიც აქვთ. თუმცა, არსებული საფრთხის მიუხედავად სოფლის დატოვებას მაინც არ აპირებენ.