"საქართველო არ შეუერთდება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, ამ პოზიციას ვერაფერი შეგვაცვლევინებს" - განცხადება "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ირაკლი კობახიძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანა ომში ჩაითრიოს.
"ნაციონალურ მოძრაობაში" ლობისტებთან დაკავშირებით ინფორმაციას უარყოფენ. პარტიაში მიაჩნიათ, რომ საქართველოს მხრიდან რუსეთისთვის სანქციების დაწესება საზოგადოების სურვილია და ეს უკრაინის მკაფიო მხარდაჭერისთვისაა საჭირო.
ოპოზიციურ პარტიას სანქციებზე საუბრის დროს, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ დღეს წარსული კიდევ ერთხელ შეახსენა და აქცენტი 2008 წლის ომზე გააკეთა.
"ნაციონალურ მოძრაობაში" განმარტავენ, რომ 2008 წელს რუსეთის წინააღმდეგ მხოლოდ საქართველოს მხრიდან დაწესებული სანქციები ეფექტური ვერ იქნებოდა.
"ნაციონალურ მოძრაობას" წლების წინ განვითარებულ მოვლენებზე, პასუხისმგებლობა საერთაშორისო საზოგადოებაზე გადააქვს - მიჩნიათ მმართველ გუნდში.
რისკების გათვალისწინება და ქვეყნის უსაფრთხოება - ამ მთავარი არგუმენტებით ხსნის ხელისუფება ყველა გადაწყვეტილებას უკრაინასთან მიმართებაში.