27 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
შევთანხმდით, რომ უნდა განვაგრძოთ უკრაინის აქტიური მხარდაჭერა, მათ შორის სამხედრო აღჭურვილობებით, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება - იენს სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მინისტერიალს, სადაც უკრაინის საკითხი განიხილებოდა, საქართველოც დაესწრო. მან უკრაინის მხარდაჭერაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ NATO-მ უნდა გააგრძელოს უკრაინის აქტიური მხარდაჭერა, მათ შორის სამხედრო აღჭურვილობებით, ფინანსური მხარდაჭერითა და ჰუმანიტარული დახმარებით:

"ჩვენ გამოვხატავთ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, ვაწესებთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ახლა მნიშვნელოვანია კოლექტიური თავდაცვა გავაძლიეროთ. ჩვენი ახლო პარტნიორები - ფინეთი, შვედეთი და საქართველო, პირველ სესიაზე შემოგვიერთდნენ და უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რომელმაც აღწერა, თუ რაც ხდება უკრაინაში. ის მკვლელობები, რაც პუტინის რეჟიმის გამო ხდება. შესაბამისად, გაუმართლებელია რუსეთის შეჭრა უკრაინაში. ჩვენ მივაგეთ პატივი უკრაინის მოსახლეობის და შეიარაღებული ძალების სიმამაცეს.

ნატოს მოკავშირეები მხარს უჭერენ უკრაინას, ისინი უკვე მრავალი წელია ახორციელებენ უკრაინელი სამხედროების წვრთნას და მათ სამხედრო იარაღს აწვდიან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თავისუფლება, დემოკრატია და კოლექტიური თავდაცვა, ასევე სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება უკრაინისთვის.

ჩვენ შევთანხმდით, რომ უნდა განვაგრძოთ უკრაინის აქტიური მხარდაჭერა, მათ შორის სამხედრო აღჭურვილობები, ფინანსური მხარდაჭერა და ჰუმანიტარული დახმარება. ნატოს მოკავშირეები და პარტნიორები მილიონობით უკრაინელ ლტოლვილს თავშესაფარს აძლევენ. პრეზიდენტი პუტინი უნდა შეჩერდეს, მან ეს ომი უნდა შეაჩეროს და მისდიოს დიპლომატიის გზას,"- აცხადებს იენს სტოლტენბერგი. 

დღის ამბები