ვლადიმირ პუტინმა უკრაინის მოვლენებზე მორიგი განცხადება გააკეთა. რუსეთის პრეზიდენტმა ფედერაციის რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის ონლაინ შეხვედრა გამართა და სწორედ ამ ფორმატში ისაუბრა ვითომ სამხედრო ოპერაციაზე. მან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა დასავლეთი.
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ისინი კიევს სისხლისღვრისკენ უბიძგებენ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის დემილიტარიზაციის სპეცოპერაციას იგი ბოლომდე მიიყვანს.
"დასავლეთი არ აპატიებს რუსეთს მის დამოუკიდებელ კურსს და შეეცდება მასზე ზეწოლას და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, მაგრამ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ამას ვერ შეძლებენ. უკრაინის დემილიტარიზაციის სპეცოპერაცია ბოლომდე ჩატარდება. თუ რუსული ჯარები მოქმედებდნენ მხოლოდ დონბასში, ეს საფრთხის აღმოფხვრას არ გამოიწვევდა და იქ ახალი ფრონტის ხაზი გაჩნდებოდა.
დასავლეთი კიევის ხელისუფლებას სისხლისღვრისკენ უბიძგებს იარაღისა და დაქირავებული ჯარისკაცების მიწოდებით. პირველად მინდა ვთქვა ეს: სპეცოპერაციის დასაწყისშივე, სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად, კიევის ხელისუფლებას სთხოვეს არ ჩართულიყვნენ საომარ მოქმედებებში, არამედ უბრალოდ გამოეყვანათ ჯარები დონბასიდან. მათ არ სურდათ. ხო, ეს მათი გადაწყვეტილებაა. როგორც მოგეხსენებათ, 14 მარტს დონეცკის ცენტრში სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ეს იყო გულწრფელად სისხლიანი ტერორისტული აქტი, რომელმაც 20-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ეს ჰგავს ფაშისტების ნახელავს, რომლებიც მესამე რაიხის ბოლო დღეებში ცდილობდნენ, რაც შეიძლება მეტი უდანაშაულო ადამიანი მოეკლათ,"- განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.