27 ნოემბერი 2024,   20:35
ვრცლად
"რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარების გარეშე შეუძლებელი იქნება უკრაინის სამართლიანობის აღდგენა" - ჰააგის სასამართლოს პროკურორი უკრაინაშია

ჰააგის სასამართლოს პროკურორი უკრაინაშია. ქარიმ ხანს ვიდეო-ფორმატში ვოლოდიმირ ზელენსკი ესაუბრა. უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე გადაწყვეტილება ერთ საათში გახდება ცნობილი.

"ძალიან მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ თქვენ ასე სწრაფად რეაგირებთ რუსეთის ფედერაციის აგრესიის, ომის დროს ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს ნამდვილად პროფესიონალურია. ჩვენ თქვენთან ვითანამშრომლებთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ გამონახავთ დროს და ყველაფერი სამართლიანად წარიმართება. ის, რასაც რუსეთი აკეთებს, სისასტიკეა და ყველა დამნაშავე სამართლიანად უნდა დაისაჯოს," - მიმართა ზელენსკიმ ჰააგის სასამართლოს პროკურორს.

ჰაგიის სასამართლოს პროკურორი მზაობას გამოთქვამს, რომ რუსი ოკუპანტების სისასტიკეს კანონისმიერი პასუხი გაეცემა.

"მე ვიმოგზაურე პოლონეთში და მთელმა მსოფლიომ ვნახეთ ფოტოები მარიუპოლიდან და უკრაინის სხვა ქალაქებიდან. ვნახეთ როგორ იტანჯებიან ადამიანები: ქალები, ბავშვები, კაცები. საქმე კანონით უნდა წავიდეს წინ. მოუთმენლად ველი უკრაინასთან ეფექტურ თანამშრომლობას და ყველა აღნიშნული მტკიცებულებებიდან ინფორმაციის მიღებას," - განაცხადა ქარიმ ხანმა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარების გარეშე შეუძლებელი იქნება უკრაინის სამართლიანობის აღდგენა.

"ჩვენ ვაძლიერებთ მუშაობას რუსი ოკუპანტების პასუხისგებაში მიცემის მიზნით. უნდა იყოს საერთაშორისო ტრიბუნალი და ის იქნება იმ ყველაფრისთვის, რაც გააკეთეს უკრაინის, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე რუსული ჯარების ყოველი ტერორისტული აქტის გამო. მსოფლიო უკვე იწყებს გაგებას, რომ რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარების გარეშე შეუძლებელი იქნება უკრაინის სამართლიანობის აღდგენა," - აღნიშნა თავის მხრივ ზელენსკიმ.



დღის ამბები