27 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
ლავროვის მტკიცებით, მოლაპარაკებებზე უკრაინის ნეიტრალური სტატუსის საკითხი განიხილება

სერგეი ლავროვი ამტკიცებს, რომ ახლა მოლაპარაკებებზე განიხილება უკრაინის ნეიტრალური სტატუსის საკითხი, რაც მიბმულია რუსეთის მოთხოვნასთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ.

მისივე თქმით, რუსეთი მზადაა, ეძებოს გზები, როგორც საკუთარი, ისე უკრაინის და ევროპის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად, თუმცა ნატოს გაფართოება გამორიცხულია.

"პრეზიდენტმა ზელენსკიმ არც თუ ისე დიდი ხნის წინ ბევრი საინტერესო განცხადება გააკეთა. ეს ბევრად უფრო რეალისტური შეფასება იყო, რომელიც ზელენსკისგან მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება, რადგან მანამდე ის კონფრონტაციულ განცხადებებს აკეთებდა. ახლა მოლაპარაკებებზე განიხილება უკრაინის ნეიტრალური სტატუსის საკითხი, რაც მიბმულია რუსეთის მოთხოვნასთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ.რუსეთი მზადაა, ეძებოს გზები როგორც საკუთარი, ისე უკრაინის და ევროპის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად, თუმცა ნატო-ს გაფართოება გამორიცხულია.დიდი იმედი მაქვს, რომ საქმიანი განწყობა,შენარჩუნდება, რაც მარტივი არ არის. ცხადია, რომ ნეიტრალიტეტისა და გარანტიების იზოლირებულად გამოცხადება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება," - განაცხადა ლავროვმა. 

აღსანიშნავია, რომ მანამდე პრეზიდენტმა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში თქვა, რომ მოლაპარაკებების პროცესში მხარეთა პოზიციები უფრო რეალისტური ჩანს. 

დღის ამბები