27 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
აშშ-ს სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც პუტინის, როგორც ომის დამნაშავის გასამართლებას ითხოვს

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, როგორც ომის დამნაშავის გასამართლებას ითხოვს.

დოკუმენტი, რომელიც რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრეჰემმა წარადგინა, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსა და სხვა ქვეყნებს მოუწოდებს, გამოიძიონ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დროს რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულები. 

რეზოლუცია სენატორებმა ერთსულოვნად მიიღეს.
 
დღის ამბები