27 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
ოდესაში რუსული საზღვაო დესანტის გადმოსხმის საფრთხეა - რამდენი ხომალდი მიემართება უკრაინისკენ და როგორ დახვედრას ჰპირდება ოკუპანტებს ოლქის გუბერნატორი

ოდესაში რუსული საზღვაო დესანტის გადმოსხმის საფრთხეა. აღნიშნულ ცნობას ადასტურებს ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი მაქსიმ მარჩენკო.

"თუმცა ჩვენი მებრძოლები მზად არიან დახვდნენ მათ და შავი ზღვის ფსკერი აჩვენონ," - აცხადებს მარჩენკო.

ოდესის მიმართულებით გემების მოძრაობას ადასტურებს პროფილური გამოცემა Naval News-იც. 14 რუსული ხომალდი, მათ შორის სადესანტო ხომალდები, ოდესისკენ მიემართება- ნათქვამია Naval News-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათი თქმით, სატელიტური სურათი, რომელიც გადაღებულია ადგილობრივი დროით 11:47 წუთზე, აჩვენებს გემების 3 ჯგუფს და მინიმუმ 14 ხომალდს. ორი ჯგუფი სამხედრო ხომალდებისგან შედგება, მათ შორისაა სარაკეტო კრეისერი მოსკოვი, მესამე კი სადესანტო ხომალდებისგან, რომლებიც სავარაუდოდ ყირიმიდან მიცურავენ.

რუსეთის მიერ ოდესაში დესანტის გადასხმის მოსალოდნელ საფრთხეზე განცხადება გუშინ გააკეთა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა. მისი თქმით, რუსმა ოკუპანტებმა ამის გაკეთება 3-4 დღით ადრე ამინდის გამო ვერ შეძლეს, ახლა კი ისევ დაბრუნდნენ. მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები მათ შესაბამისად დასახვედრად მზად არიან.

დღის ამბები