ფონიჭალის დასახლება დღეს გამთენიისას კვლავ სპეცოპერაციების ადგილი გახდა. ამჯერად ნარკოდანაშაულში 14 წლის ბიჭიც ფიგურირებს. გამოძიების ინფორმაციით ირკვევა, რომ მოზარდი დანაშაულებრივ საქმიანობაში მამასთან ერთად იყო ჩართული.
სამართალდამცველებმა მამა-შვილი საკუთარი სახლიდან წაიყვანეს. პოლიციამ სხვადსხვა ლოკაციებზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ჯამში 22 პირი დააკავეს, მათ შორის 4 ქალია. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და თანხა.