27 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
პარლამენტის სხდომა კვლავ პოლიტიკური ბრალდებების და წარსულის შეხსენების ფრონტია - რაზე ვერ თანხმდებიან დეპუტატები

საქართველოს პარლამენტის სხდომა კვლავ პოლიტიკური ბრალდებების და წარსულის შეხსენების ფრონტია. ტრადიციულ სამშაბათს დეპუტატები ისევ ვერ თანხმდებიან უკრაინის ომთან მიმართებით საერთო პოზიციაზე. ოპოზიცია მმართველ გუნდისგან კვლავ რუსეთზე სანქციების დაწესებას და უკრაინის უფრო მკაფიო მხარდაჭერას მოითხოვს. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები კი ყოფილ სახელისუფლებო გუნდს წარსულს ახსენებენ. სახელისუფლებო გუნდს დღეს ისევ მოუწია ოპოზიციისთვის ახსნა, რომ ისინი ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ.

ერთმანეთისთვის წარსულის შეხსენება და მთავარი საკითხებიდან აქცენტების გადატანა მიუღებელია სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის. ისინი სახელისუფლებო გუნდისგან აქტიურ ქმედებებს ელოდებიან როგორც ქვეყნის უსაფრთხოების ასევე საერთაშორისო დონეზე საქართველოს საკითხების გააქტიურების მხრივ.

სამშაბათის ტრადიციული პოლიტიკური განცხადებები დღეს ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა, 40 დეპუტატის გამოსვლის შემდეგ სხდომა დღის წესრიგით გათვალსწინებული საკითხების განხილვით გაგრძელდა.

დღის ამბები