27 ნოემბერი 2024,   20:54
ვრცლად
გვჭირდება მეტი დაცვა NATO-ს მე-5 მუხლისგან, ჩვენ ნამდვილად ფრონტის წინა ხაზზე ვართ - პრეზიდენტის ინტერვიუ CNN-თან

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი CNN-თან ინტერვიუს დროს რუსეთ-უკრაინის ომს აფასებს და ამბობს, რომ, მისი აზრით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ვერ გათვალა უკრაინელების წინააღმდეგობა და ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ასეთი ერთიანობა. მისივე თქმით, ასეთ დროს რაიმე პროგნოზირება რთულია. 

სალომე ზურაბიშვილმა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო შეუერთდა ყველა იმ სანქციას, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთს დაუწესა. 

"არასწორია იმის თქმა, რომ საქართველო სანქციებს არ შეუერთდა, რადგან ჩემი ქვეყანა ბევრ საერთაშორისო სანქციებში იღებდა მონაწილეობას, იქნება ეს ფინანსური თუ საბანკო. საქართველოს აქვს პირადად დაწესებული სანქციებიც, რაც გულისხმობს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების არ ქონას, არ გვყავს რუსეთთან მოკავშირეები და ჩვენ გვაქვს რუსეთისგან ოკუპირებული 2 ტერიტორია. ამიტომ, ჩვენ სულაც არ ვართ განსხვავებულ სიტუაციაში, ჩვენ გვჭირდება მეტი დაცვა NATO-ს მეხუთე მუხლისგან, ჩვენ ნამდვილად ფრონტის წინა ხაზზე ვიმყოფებით და ვართ ჩვენი ევროპელი პარტნიორებისადმი სოლიდარული. ჩვენ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიღებულ რეზოლუციებში ვიღებთ მონაწილეობას. ასე რომ, ვფიქრობ, საქართველო არის ახლა იქ, სადაც უნდა იყოს. 
ჩვენთვის აქ ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენს პარტნიორებთან, რომ გავაგრძელოთ ასოცირების ხელშეკრულების შესრულება, სადაც ასევეა უკრაინა და მოლდოვა. ეს არის ჩვენი გზა ევროინტეგრაციისკენ. 
 
არსებობს გარკვეული ახალი იდეები, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ მოგვიწევს სრულად რეფორმების გზის გავლა, მაგრამ მზად ვართ, რომ გაიხსნას ახალი პოლიტიკური დამოკიდებულება ჩვენთვის. ევროპასაც და ჩვენც გვაქვს შიში იმის, რომ ნებისმიერი ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯი არ იყოს განხილული მოსკოვის მხრიდან პროვოკაციად. პროვოკაციებიც და აგრესიაც მოსკოვიდან მოდის. ჩვენ ისტორიის განმავლობაში არ განგვიხორციელებია მოსკოვის მიმართ აგრესია. რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს რუსეთის შემოჭრაა და ესაა მისი ნარატივი,"-აცხადებს პრეზიდენტი. 
დღის ამბები