კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ მამაკაცებს მიმართა დედაქალაქის დასაცავად კიევში დაბრუნდნენ.
კიევის მერმა კიეველებს მოუწოდა დაეხმარონ ქალაქის დამცველებს, რითიც შეუძლიათ, ხოლო იმ მამაკაცებს, რომლებმაც დედაქალაქი დატოვეს - დაბრუნდნენ და საკუთარი სახლი დაიცვან.
"მამაკაცებო - კიეველებო! დაბრუნდით! სადღაც ჯდომა და თანაგრძნობა კი არა, უნდა დაიცვათ ჩვენი ქალაქი და თქვენი მომავალი!" - განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.