27 ნოემბერი 2024,   20:41
ვრცლად
ჩვენ გავგზავნით ფულს, საკვებსა და დახმარებას უკრაინელების სიცოცხლის გადასარჩენად - ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს. ჯო ბაიდენი "ტვიტერზე" წერს, რომ შტატები უზრუნველყოფს, უკრაინას ჰქონდეს იარაღი რუსული ძალების წინააღმდეგ.

"ჩვენ გავგზავნით ფულს, საკვებსა და დახმარებას უკრაინელების სიცოცხლის გადასარჩენად. უკრაინელ ლტოლვილებს ხელგაშლილი მივიღებთ," - წერს ბაიდენი.

შტატების პრეზიდენტი რუსეთის საკითხს რამდენიმე საათის წინ ვაშინგტონში კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისასაც შეეხო. მისი თქმით, გაზის ტარიფების გაზრდა ვლადიმერ პუტინის ბრალია.

დღის ამბები