27 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
ჰააგის სასამართლო, უკრაინა-რუსეთის წინააღმდეგ საქმეზე გადაწყვეტილებას, 16 მარტს გამოიტანს

ჰააგის სასამართლო, უკრაინა-რუსეთის წინააღმდეგ საქმეზე გადაწყვეტილებას, ოთხშაბათს, 16 მარტს გამოიტანს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი 24 თებერვალს, საომარი მოქმედებების დაწყებიდან მალევე შეიტანა.

კიევი მოსკოვს ინტერვენციის საბაბის შესაქმნელად ცრუ ბრალდებების გამოყენებაში ადანაშაულებს. კერძოდ, საუბარია რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში გენოციდის შესახებ ცრუ ბრალდებებზე, რაც რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმის საბაბად გამოაცხადა. რუსეთის წარმომადგენლები 7 მარტს გამართულ წინასასამართლო მოსმენას არ დასწრებიან.

ამას გარდა, უკრაინაში სამხედრო დანაშაულების დასადგენად გამოძიება აქვს დაწყებული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსაც.

დღის ამბები