27 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
პუტინის ომი დღითიდღე უარესდება, ახლახანს მივაწოდე ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტს სანქციების მეოთხე პაკეტზე - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის სანქციების მეოთხე პაკეტის შესახებ ესაუბრა. 

"პუტინის ომი დღითიდღე უარესდება. ახლახანს მივაწოდე ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტს სანქციების მეოთხე პაკეტზე. ევროკავშირი დგას უკრაინის გვერდით," - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი "ტვიტერზე".

მისივე თქმით, ევროკავშირმა მხარი დაუჭირა უკრაინას, რომელსაც მილიარდ ევროზე მეტი გადასცა მაკროდაფინანსების სახით, ხოლო 500 მილიონი ევრო ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

დღის ამბები